top of page
  • Facebook
  • Twitter
  • Linkedin
ეკონომიკა_edited.png
საქართველოს ეკომომიკა.jpeg

ეკონომიკური ზრდა: მანიპულაცია თუ შესაძლებლობა

 საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღმა არასახარბიელო რეალობა იმალება. რიცხვები ფარავს მწვავე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რასაც თან ერთვის მთავრობის მხრიდან აპელირება ,,მცირე წარმატებებზე". 

რუსი მიგრანტები.jpeg
რუსი მიგრანტები.jpeg
რუსი მიგრანტები.jpeg

2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რუსი მიგრანტების შემოდინება და მათი ფულადი გზავნილები იყო.

 

ამასთან უარყოფით ფაქტორად შეგვიძლია ჩავთვალოთ ორნიშნა ინფლაცია.

 

ქვეყნის საგარეო ბუფერები გაუმჯობესდა 

1

კაპიტალის ძლიერი შემოდინების, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისა და ადგილობრივი ვალუტის აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების გამო

2

გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები  

3

აღდგა ფულადი გზავნილები და ტურიზმი

ეკონომიკა.webp

ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ  რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო   ეკონომიკისთვის „კატასტროფული“ არ იქნება. თუმცა, პარალელურად,  „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა ქვეყანას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, იგივეს ამბობს პრემიერი ღარიბაშვილიც კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 

6475e46858a46.jpg
image-removebg-preview-18_edited.png
250625575_0-192-2400-1542_1920x0_80_0_0_a1ae7acc93168cd23e893baa2fe64fc8.jpg

“ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს - ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია.ჩვენ დათვლილი გვაქვს რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის და მაგალითად, თუ შარშან გვქონდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა მინიმუმ 10% ეკონომიკური ვარდნა, 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა. ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება, გაღარიბება, ამას ვერ მიაღწიეს - რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დავიჭირეთ მტკიცე პოზიცია. აქაც ახლა, ჩვენ რუსეთის ფედერაციას, ბუნებრივია, სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით ამასთან დაკავშირებით“

ეკონომიკა.webp

პარალელურად რუსი მიგრანტების შემოსვლა მართალია ზრდის საქართველოს ბიუჯეტს, თუმცა მცირდება მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობა. იგი გამოხატულია ფასების სწრაფ ზრდაში, როგორც სამრეწველო ინდუსტრიაში და სოფლის მეურნეობაში, ისე სამომხმარებლო სექტორში. ამასთან სარგებელი, რომლითაც მოსახლეობის ერთმა ნაწილმა შეიძლება ისარგებლა, მეორე ნაწილისთვის სოციალური მდგომარეობის გაუარესების მომტანი გახდა.  შესაბამისად, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები შესაძლებლობებისა და რისკების იდენტიფიცირებასა და წარმოქმნილი პრობლემების რაციონალურად მოგვარებას საჭიროებს. 

Screenshot 2023-06-28 at 05.02.22.png

რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო

მანიპულაცია

,,ბევრი ევროპული სახელმწიფოს საზრუნავი ახლა არა ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშოების შექმნა, არამედ იმაზე ფიქრია, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები".

  • გონივრული ნაბიჯების შედეგად  მიღწეულ იქნა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ;

  • ევროპაში და მსოფლიოში რეცესიაა; ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია 25 % გადასცდა ევროპულ ქვეყნებში

ეკონომიკა.webp

11 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში“.

კრიტიკა დასავლეთს 

ეკონომიკა_edited.png

 უმსხვილესი საექსპორტო (1) და საიმპორტო (2) ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში
(2023 წლის იანვარ-მაისი)

Screenshot 2023-06-28 at 08.17.27.png
Our Services

აპელირება: საქართველო უსწრებს ევროკავშირის 11 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება. საქართველოს მართლმსაჯულების ეფექტიანობით საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.

რეალობაში, საქართველო წინა წელთან შედარებით, 9 ადგილით ჩამოქვეითდა. მთავრობამ აპელირება მოახდინა მხოლოდ ერთ მონაცემზე და გამოიყენა საკუთარი ინტერპრეტაცია. ადგილი ჰქონდა საზოგადოების ფართო მასებზე მანიპულაციას. 

საერთო ქულა მაქსიმალური ასიდან შეადგენდა 68,7-ს , რომელიც 3,1-ით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით

2022 წელი - 26-ე პოზიცია (71,8) 5,4 ქულით ნაკლები 2021 წელთან შედარებით. 14 

მთავრობის მანიპულაციის მიზეზია:  საქართველო ირიცხება - ,,ზომიერად თავისუფალი“ ქვეყნეის კატეგორიაში, თუმცა უნდა ითქვას ისიც,რომ მან გადაინაცვლა  „მეტწილად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიიდან ზომიერში, რაც დიდი რეგრესია.

Heading 6
press-media.jpg
მედია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მედია საშუალებების ანალიზით დადგინდა,რომ მთავრობის მხარდამჭერ პოსტებს ძირითადად დებენ იმედი, Postv და ალტ ინფო. ასევე აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ვებ-გვერდები,რომლებიც აფილირებულია სამთავრობო გვერდებთან. შემოგთავაზებთ, რამდენიმე დაფინანსებულ რეკლამას,რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ ძირითადად როგორ ხდება ნარატივის გავრცელება და ვინ არის სამიზნე აუდიტორია.
ეკონომიკა.webp

იმედმა, 2023 წლის 11 ივნისს, გამოაქვეყნა პოსტი (დაფინანსებული), სადაც საუბარი იყო ეკონომიკურ ზრდაზე.

,,რეკლამა“ გათვლილი იყო 500 ათ-1 მლნ - იან აუდიტორიაზე, თუმცა ჩვენება ჰქონდა 25 ათ-30 ათ. დახარჯული თანხა შეადგენდა  100$-ზე ნაკლებს.

 

პოსტი მეტწილად გათვლილი იყო 25-34 წლის მამაკაცებზე, ხოლო ძირითადი რეგიონებია თბილისი და იმერეთი .

 

საერთო ჯამში, იმედმა 2020 წლის 4 აგვისტოდან 2023 წლის 22 ივნისამდე რეკლამებზე დახარჯა 30 542$

პოსტი დაიდო 2023 წლის 25 მაისს.

7-8 ათასი ნახვა ჰქონდა. 

 

ძირითადად გათვლილი იყო 54-66 წლის ადამიანებისთვის, მეტ წილად კაცებისთვის.
 

გერდის მიერ 2020 წლის 4 აგვისტოდან 2023 წლის 22 ივნისამდე რეკლამებზე დაიხარჯა - 33 519 $

ეკონომიკა_edited.png

ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია,რაც ეწინააღმდეგება სამთავრობო ნარატივს,რომელიც შესაძლებლობას უფრო ხედავს ვიდრე რისკს. აკადემიური ნაშრომების ემპირიული ანალიზითა და ექსპერტთადახმარების საფუძველზე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. 

ამასთან, მედია საშუალებების და სამთავრობო ვებგვერდების ანალიზით დადგინდა,რომ მთავრობა ხშირად მანიპულირებს საზოგადოების ფართო მასებზე რეიტინგებით, რომელთა ფორმულირება ხშირ შემთხვევაში ხდება არასწორი ინტერპრეტაციით.

თამარ ბიბიჩაძე

Contact Us

Thanks for submitting!

 Address. 500 Terry Francine Street, San Francine, CA 94158

Tel. 123-456-7890

© 2035 by ITG. Powered and secured by Wix

bottom of page